დაბეჭდვა
მექანიზაციის უფროსი/ტრანსპორტის მენეჯერი
ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მექანიზაციის უფროსი/ტრანსპორტის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი ............. VC126
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ადელანტე
მოქმედების ვადა ......... 25.08.2020
კატეგორია ................... სხვა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე . სპეციალისტი

 

სამუშაოს აღწერა

 
კომპანია “ადელანტე” აცხადებს ვაკანსიას მექანიზაციის უფროსის/ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისთვის, რომლის ძირითადი ფოკუსია ენერგეტიკული პროექტების სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • მექანიკოსების ჯგუფის მართვა;
  • დაზიანებების აღმოფხვრისა და რემონტის პროცესის ზედამხედველობა;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული დანადგარების, მსუბუქი და მძიმე ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სათადარიგო ნაწილებისა და დანადგარების/ტექნიკის შესყიდვების პროცესში ჩართულობა.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • მექანიზაციის უფროსის/ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია მექანიკოსის/ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია სათადარიგო ნაწილებისა და დანადგარების შესყიდვების გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ბიზნეს საკომუნიკაციო დონეზე (B2).

დამატებითი ინფორმაცია

 
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი,  10:00 – 18:00 სთ.
  • ანაზღაურება - 3000 ლარიდან (საბოლოო შეთავაზება დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და კვალიფიკაციაზე).
 
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება.