ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

ბარისტა

ვაკანსიის კოდი ............. VC165
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ადელანტე
მოქმედების ვადა ......... 17.05.2022
კატეგორია ................... სხვა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ მოქნილი გრაფიკი
გამოცდილების დონე . პერსონალი
 

სამუშაოს აღწერა

კაფე “ნამუში” ვეძებთ გუნდის წევრებს!
“ნამუ” არის პირველი მცენარეული სამზარეულო საქართველოში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენთან ყველაფერი ვეგანურია, არ მოვიხმართ არანაირ ცხოველურ პროდუქტს, არ ვხმარობთ რაფინირებულ შაქარს, რაფინირებულ ზეთს და სუფრის მარილს, ჩვენი პროდუქტი გლუტენის გარეშეა, შეძლებისდაგვარად ადგილობრივი და ორგანული. გვაქვს ამბიცია, დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ მცენარეული ბურგერი, “ყველი”, “რძე” თუ დესერტი - სასარგებლოსთან ერთად, ძალიან გემრიელია.
 
“ნამუმ” მოღვაწეობა 2016 წლიდან მფლობელის სახლიდან დაიწყო, რაც მალევე ონლაინ მაღაზიაში გადაიზარდა. 2019 წლიდან კაფე სოლოლაკში (შალვა დადიანის 30) მასპინძლობდა სტუმრებს. ახლა მის განვითარებაში შემდეგი ეტაპი დადგა და “ნამუს” ახალი ფილიალი აბაშიძის 24-ში გაიხსნა. ვეძებთ გუნდის წევრებს, რომელთაც უყვართ სტუმარ-მასპინძლობის სფერო, აინტერესებთ ჯანსაღი კვება, პლანეტაზე და ცხოველებზე ზრუნვა, მდგრადი წარმოება და სჯერათ, რომ კვების მომავალი მცენარეულია.
 
ამ მომენტისთვის გვაქვს შემდეგი ვაკანსია:
ბარისტა: მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახეობის ყავის მომზადება მცენარეული რძეებით, “ნამუს” წარმოების სხვადასხვა სასმელის, დესერტის თუ წასახემსებლის შეთავაზება, ბარის დასუფთავება და წესრიგში ქონა. საჭიროა ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება. უცხო ენების ცოდნა დიდი პლიუსია.
 
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი. 
 
ანაზრაურება: 650-700 ლარი თვეში.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე - info@adelante.ge, რაც შეიძლება მალე.