ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

მზარეულის დამხმარე

ვაკანსიის კოდი ............. VC164
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ადელანტე
მოქმედების ვადა ......... 17.05.2022
კატეგორია ................... სხვა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ მოქნილი გრაფიკი
გამოცდილების დონე . პერსონალი

სამუშაოს აღწერა

კაფე “ნამუში” ვეძებთ გუნდის წევრებს!
“ნამუ” არის პირველი მცენარეული სამზარეულო საქართველოში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენთან ყველაფერი ვეგანურია, არ მოვიხმართ არანაირ ცხოველურ პროდუქტს, არ ვხმარობთ რაფინირებულ შაქარს, რაფინირებულ ზეთს და სუფრის მარილს, ჩვენი პროდუქტი გლუტენის გარეშეა, შეძლებისდაგვარად ადგილობრივი და ორგანული. გვაქვს ამბიცია, დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ მცენარეული ბურგერი, “ყველი”, “რძე” თუ დესერტი - სასარგებლოსთან ერთად, ძალიან გემრიელია.
“ნამუმ” მოღვაწეობა 2016 წლიდან მფლობელის სახლიდან დაიწყო, რაც მალევე ონლაინ მაღაზიაში გადაიზარდა. 2019 წლიდან კაფე სოლოლაკში (შალვა დადიანის 30) მასპინძლობდა სტუმრებს. ახლა მის განვითარებაში შემდეგი ეტაპი დადგა და “ნამუს” ახალი ფილიალი აბაშიძის 24-ში გაიხსნა. ვეძებთ გუნდის წევრებს, რომელთაც უყვართ სტუმარ-მასპინძლობის სფერო, აინტერესებთ ჯანსაღი კვება, პლანეტაზე და ცხოველებზე ზრუნვა, მდგრადი წარმოება და სჯერათ, რომ კვების მომავალი მცენარეულია.
 
ამ მომენტისთვის გვაქვს შემდეგი ვაკანსია:
მზარეულის დამხმარე:  ვეგანური კერძების მომზადება მზარეულის მეთვალყურეობით და გაწერილი რეცეპტებით, პროდუქტის დასუფთავება, მარაგების კონტროლი, ჭურჭლის რეცხვა, სამზარეულოს დასუფთავება. აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება.
 
გრაფიკი: კვირაში 5 დღე ( დღეში 8 საათი).
 
ანაზღაურება: 700 ლარი, თვეში. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე info@adelante.ge რაც შეიძლება მალე.