ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვაკანსიის კოდი ............. VC148
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ადელანტე
მოქმედების ვადა ......... 04.11.2021
კატეგორია ................... გაყიდვები
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე . აღმასრულებელი მენეჯერი

სამუშაოს აღწერა

 
საკონსულტაციო კომპანია “ადელანტე” აცხადებს კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსიას ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტისთვის.
 
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • ბაზრის ანალიზი და კომპანიაში საჭირო სიახლეების დანერგვა;
  • პოტენციური მსხვილი კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკება;
  • გუნდის პორტფელის შექმნა და განვითარება;
  • არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნვა;
  • კლიენტთა დებიტორული დავალიანების მონიტორინგი;
  • გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება;
  • გუნდის ყოველკვირეული/ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა და რეპორტების ანალიზი;
  • გაყიდვების რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხვნები, ცოდნა და უნარები:
 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • გაყიდვების სფეროში (როგორც საცალო, ასევე, B2B) მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია სამშენებლო/სარემონტო სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • ანალიტიკური უნარები;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული, მიზანდასახული.
 
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
  • ანაზღაურება -  ფიქსირებული 2500 ლარიდან 5000 ლარამდე + ბონუსი (გამოცდილების მიხედვით;
  • გრაფიკი - სრული, 40 საათი კვირაში;
  • სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი.
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ჩვენი კარიერის გვერდზე (განაცხადის შეტანა) 2021 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.
 
 
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება.