ვაკანსიების სიაზე გადასვლა საბეჭდი ფორმა შემდეგი წინა

HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვაკანსიის კოდი ............. VC135
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ................. ადელანტე
მოქმედების ვადა ......... 30.04.2021
კატეგორია ................... ადამიანური რესურსების მართვა
დასაქმების ტიპი ........ სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........ სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე . შუა რგოლის მენეჯერი

 

სამუშაოს აღწერა

 
საკონსულტაციო კომპანია “ადელანტე” აცხადებს ვაკანსიას  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
 
  • HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა;
  • კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა (ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების/აღწერილობების, შიდა რეგლამენტების შექმნა/პერიოდული განახლება/გაცნობა და ა.შ.);
  • თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა, განვითარების პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
  • შიდა ორგანიზაციული კულტურის დანერგვა;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და საბონუსე სისტემების შემუშავება/დანერგვა და განხორციელება;
  • HR დეპარტამენტის მართვა და ბიუჯეტირება;
  • კარიერული ცენტრის მართვა (პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, დასაქმების ფორუმების ორგანიზება, სტუდენტთა სტაჟირების პროგრამების შემუშავება და ა.შ.).
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • HR ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონეზე.
 
 
დამატებითი ინფორმაცია:
 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 40 საათი).
  • ანაზღაურება: 2000-3500 ლარი ხელზე გამოცდილების მიხედვით.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი "ადელანტეს" საიტზე ან გამოგზავნოთ CV მეილზე: info@adelante.ge 2021 წლის 30 აპრილამდე. 

დამატებითი ინფორმაცია

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები იქნება ყოველ კვირას. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება.